საქართველოს ფოსტის ბრუნვა 2018 წელს ₾13 მლნ-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ფოსტა 2018 წელს წარმატებულად აფასებს. კომპანიაში ამბობენ, რომ გატარდა არაერთი რეფორმა, დაინერგა ახალი პროდუქტები. შედეგად კომპანიამ წელი მნიშვნელოვანი ზრდით დაასრულა.

კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, 2018 წელს კომპანიის აქტივები 12 მლნ-ით, 85 მლნ ლარამდე გაიზარდა, წლიური ბრუნვა კი 90 მლნ-დან 103 მლნ-მდე. კომპანიას ზრდა ჰქონდა როგორც კორპორაციული, ასევე საცალო გაყიდვების მიმართულებით.

საქართველოს ფოსტა 2018 წელს მოემსახურა 300 000-მდე საცალო მომხმარებელს და 1 000-მდე კორპორატიული კლიენტს.

„საერთაშორისო შეფასების სისტემის მიხედვით, კომპანიამ ყველა კომპონენტში (ინფორმაციის გაცვლა, გზავნილის ჩაბარება და ა.შ.) როგორც ამანათის, ასევე EMS გზავნილების კატეგორიაში გადააჭარბა 98%-იან ნიშნულს. რაც შეეხება რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებს 2018 წლის Prime-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ფოსტა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ხუთეულში შევიდა და გაასწრო მსოფლიოს ბევრ წამყვან საფოსტო ადმინისტრაციას. აუდიტორიული კომპანია PWC-ის 2018 წლის სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ფოსტამ მსოფლიო რეიტინგში მეორე, ევროპის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა”, – განაცხადა „საქართველოს ფოსტის” გენდირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …