საქართველოს სარკინიგზო დერეფანი თურქმენული ნავთობპროდუქტების გადაზიდვისთვისაც კონკურენტუნარიანი გახდა

თბილისი (BPI) – სასტუმრო „Tbilisi Marriot”-ში, სს „საქართველოს რკინიგზისა“ და დსს „აზერბაიჯანის რკინიგზების“ ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში  ასევე მონაწილეობდნენ რეგიონის ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართული სახელმწიფო და კერძო კომპანიები – დსს „აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო სანაოსნო“, დსს „ბაქოს საერთაშორისო საზღვაო-სავაჭრო პორტი“, დიუბენდისა და ბათუმის ნავთობტერმინალები.

შეხვედრის ინიცირება საქართველოს რკინიგზის მიერ მოხდა, თურქმენული ნავთობის და ნავთოპროდუქტების საქართველოს დერეფნის გავლით სეზონური ტარიფებით გადაზიდვის განხორციელების მიზნით. მხარეებმა აღნიშნული ტვირთების პერმანენტული გადაზიდვისათვის “ვოლგა დონის” საზღვაო მარშრუტთან მიმართებაში სეზონური და გამჭოლი ტარიფის შეიმუშავეს, რითაც წლის განმავლობაში “ვოლგა დონის” მარშუტთან კონკურენცია შესაძლებელი  გახდა.

ინტენსიური განხილვის შედეგად, ინიცირებული საკითხზე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და შეხვედრაში მონაწილე ყველა მხარის ჩართულობით კონკურენტული, ერთიანი ტარიფები შეთანხმდა თურქმენული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვისათვის.  შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა ოქმს და ეფექტური ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დაისახა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …