საქართველოს საავიაციო ბაზარზე Uzbekistan Airways-ი შემოდის

თბილისი (BPI) – საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას უზბეკეთის ავიაკომპანია Uzbekistan Airways იწყებს.

ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ფრენები 2019 წლის 16 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება. რეგულარული რეისები Airbus A320, Boeing B757, B767 და B787 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ავიაკომპანიამ ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე ნებართვა 8 ივლისს მიიღო.

„Uzbekistan Airways“-ი 1992 წელს დაფუძნდა. ავიაკომპანია დღეისათვის ორმოცზე მეტი მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, ინდოეთსა და იაპონიაში.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …