საქართველოს რკინიგზა 24-27 ივნისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 24, 25, 26 და 27 ივნისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

რაც შეეხება მატარებლის მოძრაობის განრიგს, დამატებითი რეისი თბილისიდან 00:25 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან 00:20-ზე გამოვა.

საქართველოს რკინიგზაში აღნიშნავენ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია: რკინიგზის ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …