საქართველოს რკინიგზა მწვანე პროექტებში ინვესტირებას განაგრძობს

საქართველოს რკინიგზა მწვანე ობლიგაციების ფარგლებში არსებული ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს. კომპანიამ მწვანე პროექტებზე გადანაწილებული თანხებისა და გარემოზე ზემოქმედების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის მიერ მწვანე პროექტებზე დახარჯულმა თანხამ 337.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც  მწვანე ობლიგაციის ჯამური მოცულობის 68%-ს შეადგენს. გარემოზე ზემოქმედების კუთხით კი კომპანიამ, როგორც ყველაზე სუფთა სატრანსპორტო საშუალების ოპერატორმა, ბოლო 4 წლის განმავლობაში 500,000 ტონა ნახშირორჟანგი (CO2) დაზოგა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიში დაამოწმა Sustainalytics-მა, რომელიც წარმოადგენს, გარემოს დაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებზე მომუშავე წამყვან საერთაშორისო კომპანიას.

დეტალები შეგიძლიათ იხილოთ რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://www.railway.ge/evroobligaciebi/

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …