საქართველოს რკინიგზამ თანამშრომლების მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო

საქართველოს რკინიგზა საკუთარ თანამშრომლებს ვაქცინაციის პროცესში ეხმარება.

კომპანიამ აცრის მსურველები დაარეგისტრირა და მათი ვაქცინაცია ერთ ლოკაციაზე უზრუნველყო.

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მსურელი საკმაოდ ბევრია და მათი აცრა ეტაპობრივად მოხდება. პირველი დოზით რკინიგზელები მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში აიცრნენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ პანდემიის პერიოდში ვაქცინაცია საუკეთესო გამოსავალია, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს სიკვდილიანობას და ვირუსის მიმდინარეობის სირთულეს.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …