საქართველოს პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრად ნათია თურნავას კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სებ-ის საბჭოს წევრად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის ნათია თურნავას კანდიდატურა წარადგინა. როგორც პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, აღნიშნულ საკითხზე წამყვანი კომიტეტი იქნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ხოლო სავალდებულო დასკვნა დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა უნდა წარმოადგინოს.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიხედვით, სებ-ის საბჭო 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს. ამჟამად საბჭოში 7 წევრია, შესაბამისად ორი პოზიცია ვაკანტურია.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …