საქართველოს პორტებში გამავალი ტვირთის ბრუნვის გაზრდის მიმართ დიდი ინტერესი შეინიშნება

შხამ-ქიმიკატებისა და სხვა საბირჟო საქონლის მსხვილი ლოგისტიკური კომპანიის, Quest Group-ის ზრდისა და განვითარების მენეჯერმა იგორ ბრატცევმა BM.GE-სთან საქართველოს ლოგისტიკური მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს პორტებში გამავალი ტვირთის ბრუნვის გაზრდის მიმართ დიდი ინტერესი შეინიშნება და ქართული ბიზნესი და სახელმწიფო აღნიშნულ საკითხს დიდ დროს უთმობს, რაც მისი მოსაზრებით სასიხარულოა.

„სატრანსპორტო დერეფნები, რომლებიც ცენტრალურ აზიასა და ევროპას ერთმანეთს აკავშირებენ, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანს გადის და ბოლოს საქართველოს საზღვაო პორტებში ხვდება.
საქართველოს პორტებში გამავალი ტვირთის ბრუნვის გაზრდის მიმართ დიდი ინტერესი შეინიშნება და გვიხარია, რომ ქართული ბიზნესი და სახელმწიფო ამ საკითხს დიდ დროს უთმობენ“, – ამის იგი.

იგორ ბრატცევის მსგავსად, საქართველოს რეგიონულ ლოგისტიკურ მნიშვნელობაზე Wondernet Express Investment Group-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელიც საუბრობს. მამუკა მურჯიკნელის თქმით, საქართველოში ნაყარი ტვირთების უდიდესი ტერმინალის აშენებასთან ერთად ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ხელს შეუწყობს.

ცნობისთვის: გასულ კვირას, ბათუმში Argus-ის მინერალური სასუქების 2022 წლის კონფერენცია გაიმართა, რომელზეც რეგიონის იმპორტისა და ექსპორტის შესაძლებლობები და სასუქების სავაჭრო ბრუნვა განიხილეს. აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ღონისძიებაა, სასუქების ძირითადი მწარმოებლები, ექსპორტიორები, საფინანსო ორგანიზაციები და სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიები იყვნენ შეკრებილნი.

 

წყარო: bm.ge

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …