საქართველოს მთავრობის ძალიან მადლობლები ვართ – უკრაინელი ტურისტი

უკრაინელი ტურისტი ეკატერიანა შეპალი საქართველოში დასასვენებლად 20 თებერვალს ჩამოვიდა, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს. უკრაინელი ტურისტი აცხადებს, რომ დახმარებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელ ხაზზე დარეკა, სადაც დახმარება მყისიერად აღმოუჩინეს და ყველა საჭირო ინფორმაციაზე ამომწურავი პასუხი მიიღო.

“20 თებერვალს ჩამოვფრინდით კიევიდან, გუდაურში ვისვენებდით. ჩემს სამშობლოში 24-ში ომი დაიწყო და უკან ვეღარ ვბრუნდებით. დახმარებისთვის მივმართეთ ცხელ ხაზზე, შემოგვთავაზეს საცხოვრებელი, საკვებით დახმარება. საქართველოს მთავრობის ძალიან მადლობლები ვართ, ასეთი გვერდში დგომა წარმოუდგენელია. “ – აცხადებს ეკატერიანა შეპალი.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით დახმარება უკვე გაუწია 200-მდე უკრაინის მოქალაქეს. უკრაინელი ტურისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან მათ პირველივე წუთებში დაუკავშირდნენ და დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან კოორდინაციით, კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს. უკრაინელი ტურისტების დასახმარებლად ტურიზმის ადმინისტრაციაში ამოქმედებულია უფასო ცხელი ხაზი 0 800 800 909.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …