საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს.
📢დოკუმენტში წარმოდგენილია – კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, 2014-2022 წლებში მიღებული ძირითადი მაჩვენებლები, მიღებული შედეგები და სტატისტიკა. ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო ფორმატში განხორციელებული აქტივობები.
➡️კერძოდ, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს:
✔️დაასრულა 3 მოკვლევა, ხოლო 2 საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო
✔️დაასრულა 3 მონიტორინგი, დაიწყო 2 ბაზრის შესწავლა
✔️გასცა 17 რეკომენდაცია: 1 – საწვავის ბაზარზე; 2 – ჰოსპიტალურ სექტორში ოჯახის ექიმის მომსახურების ფარგლებში; 13 – ფარმაციის ბაზრის შესწავლის პროცესში და 1- მთარგმნელობითი-სათარჯიმნო მომსახურების სექტორში.
✔️6 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა
✔️მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში დაიწყო 47 საქმის შესწავლა, ხოლო 4 საქმეში პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.
🌐ვრცლად: აქ

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …