საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სათარჯიმნო მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 28 დეკებერს დაასრულა შპს ,,დელტა დეველოპმენტ გრუპის“ 2021 წლის 26 აპრილის საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც ეხებოდა სათარჯიმნო/მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი 5 კომპანიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის (ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვა) შესაძლო დარღვევის ფაქტს.
🔎მოკვლევის შედეგად დადასტურდა 2 მოპასუხე ეკონომიკური აგენტის: შპს „თბილისის ბიზნეს სახლისა“ (ს/ნ: 404482608) და შპს „თბილისის ბიზნეს სახლის“ (ს/ნ: 204564293) მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის დარღვევა. დარღვევა გამოიხატებოდა საქმიან და კომერციულ ურთიერთობებში ISO 9001:2015 სერტიფიკატისა და IQNET-ის შესაბამისი ლოგოს უკანონო გამოყენებაში, რაც სააგენტოს შეფასებით, წარმოადგენს კომპანიის პრეზენტირებას/რეკლამირებას ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით.
🔵სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხსენებულ კომპანიებს დაეკისრათ შესაბამისი ფინანსური სანქცია და დაევალათ კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა.
ამასთან, მესამე მოპასუხე კომპანიას – შპს ,,უნივერსალურ ბიზნეს სერვისებს” დაევალა განხორციელებული ქმედების „კონკურენციის შესახებ“ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. კერძოდ, მომხმარებლისათვის დამაბნეველი და შეცდომაში შეყვანის რისკის მატარებელი ინფორმაციის ვებ-გვერდიდან აღება.
——————-

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …