საქართველოს ინდსტრიული ჯგუფი ხერსონის პორტი მართვაში შევიდა

თბილისი (BPI) -ხერსონის საზღვაო – სავაჭრო პორტის  ტენდერში   გამარჯვებულია  RISOIL –KHERSON. ქართულ-შვეიცარიულ კომპანიას   პორტის  მართვის უფლება  30 წლით გადაეცა. ეს პირველი პრეცედენტია სტრატეგიულ ობიქტში ქართული  კომპანიის შესვლის .

კიევში უკრაინის მთავრობამ საჯარო  პრეზენტაციაზე  ტენდერში გამარჯვებული ინვესტორი  LLC RISOIL-KHERSON  წარადგინა, რომლის  მესაკუთრეა „საქართველოს  ინდუსტრიულ ჯგუფთან“ აფილირებული  Petrol Oil  and  Chemicals და შვეიცარიული  კომპანია  Rissoil S.A.

 პრეზენტაციას   უკრაინის  და ყატარის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის  მინისტრები დაესწრნენ.    ღონისძიებაში მონაწილეობდა ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის„ დამფუძნებელი  დავით ბეჟუაშვილი

უკრაინის   ინფრასტრუქტურის  მინისტრმა  უკრაინაში ახალ  ეკონომიკურ რეფორმებზე,  საკანონმდებლო ცვლილებებსა და მიმზიდველ  საინვესტიციო პოლიტიკაზე ისაუბრა.

აღნიშნა კონკურსის გამჭვირვალედ  ჩატარებაზე. შერჩევის  მთავარი პრინციპი გამარჯვებული ინვესტორის  რეპუტაცია,   წარდგენილი  საუკეთესო  საინვეტიციო  წინადადებები   და  ბიზნესგამოცდილება გახდა.

დღეს სასტუმრო რედისონში   შეკრებილ საზოგადოებას,  მთავრობას და მედიას, გამარჯვებულმა კომპანიამ LLC RISOIL-KHERSON-მა , ხერსონის სავაჭრო პორტის  განვითარების  გრძელვადიანი სტრატეგია  წარუდგინა . პრეზენტაციაზე ინვესტორმა  საკუთარი ხედვა, მისია, განვითარების გეგმა  და პორტის გადაიარაღების სქემა გააცნო . ინვესტორი კომპანია პორტის  განვითარებაში 15  მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას  გეგმავს და   ხერსონის  ინფრასტრუქტურის  მოწყობა- განვითარებაზე  ვალდებულებასაც იღებს.

უკრაინაში დაწყებულმა  ახალმა ეკონომიკურმა  პოლიტიკამ და საკანონმდებლო ცვლილებებმა განსხვავებული  შესაძლებლობები  გააჩინა  ინვესტორებისათვის.  მათი ინიციატივები ინვესტორებისთვის სტატეგიული  სახელმწიფო  ობიექტების   მართვის  უფლებით  გადაცემას ეხებოდა. უკრაინამ პირველად გამოაცხადა  ტენდერი საზღვაო- სავაჭრო  ნავსადგურებზე  30 წლით  მართვის  უფლების  მოპოვებაზე.–KHERSON   გამოაცხადა. ქართულ-შვეიცარიულ კომპანიას   პორტის  მართვის უფლება  30 წლით გადაეცა.

სასტუმრო რედისონში   შეკრებილ საზოგადოებას,  მთავრობას და მედიას, გამარჯვებულმა კომპანიამ LLC RISOIL-KHERSON-მა , ხერსონის სავაჭრო პორტის  განვითარების  გრძელვადიანი სტრატეგია  წარუდგინა . პრეზენტაციაზე ინვესტორმა  საკუთარი ხედვა, მისია, განვითარების გეგმა  და პორტის გადაიარაღების სქემა გააცნო . ინვესტორი კომპანია პორტის  განვითარებაში 15  მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას  გეგმავს და   ხერსონის  ინფრასტრუქტურის  მოწყობა- განვითარებაზე  ვალდებულებასაც იღებს.

უკრაინაში დაწყებულმა  ახალმა ეკონომიკურმა  პოლიტიკამ და საკანონმდებლო ცვლილებებმა განსხვავებული  შესაძლებლობები  გააჩინა  ინვესტორებისათვის.  მათი ინიციატივები ინვესტორებისთვის სტატეგიული  სახელმწიფო  ობიექტების   მართვის  უფლებით  გადაცემას ეხებოდა. უკრაინამ პირველად გამოაცხადა  ტენდერი საზღვაო- სავაჭრო  ნავსადგურებზე  30 წლით  მართვის  უფლების  მოპოვებაზე.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …