თბილისი (BPI) -ხერსონის საზღვაო – სავაჭრო პორტის ტენდერში გამარჯვებულია RISOIL –KHERSON. ქართულ-შვეიცარიულ კომპანიას პორტის მართვის უფლება 30 წლით გადაეცა. ეს პირველი პრეცედენტია სტრატეგიულ ობიქტში ქართული კომპანიის შესვლის .
კიევში უკრაინის მთავრობამ საჯარო პრეზენტაციაზე ტენდერში გამარჯვებული ინვესტორი LLC RISOIL-KHERSON წარადგინა, რომლის მესაკუთრეა „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან“ აფილირებული Petrol Oil and Chemicals და შვეიცარიული კომპანია Rissoil S.A.
პრეზენტაციას უკრაინის და ყატარის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის მინისტრები დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდა ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის„ დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა უკრაინაში ახალ ეკონომიკურ რეფორმებზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და მიმზიდველ საინვესტიციო პოლიტიკაზე ისაუბრა.
აღნიშნა კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარებაზე. შერჩევის მთავარი პრინციპი გამარჯვებული ინვესტორის რეპუტაცია, წარდგენილი საუკეთესო საინვეტიციო წინადადებები და ბიზნესგამოცდილება გახდა.
დღეს სასტუმრო რედისონში შეკრებილ საზოგადოებას, მთავრობას და მედიას, გამარჯვებულმა კომპანიამ LLC RISOIL-KHERSON-მა , ხერსონის სავაჭრო პორტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია წარუდგინა . პრეზენტაციაზე ინვესტორმა საკუთარი ხედვა, მისია, განვითარების გეგმა და პორტის გადაიარაღების სქემა გააცნო . ინვესტორი კომპანია პორტის განვითარებაში 15 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და ხერსონის ინფრასტრუქტურის მოწყობა- განვითარებაზე ვალდებულებასაც იღებს.
უკრაინაში დაწყებულმა ახალმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და საკანონმდებლო ცვლილებებმა განსხვავებული შესაძლებლობები გააჩინა ინვესტორებისათვის. მათი ინიციატივები ინვესტორებისთვის სტატეგიული სახელმწიფო ობიექტების მართვის უფლებით გადაცემას ეხებოდა. უკრაინამ პირველად გამოაცხადა ტენდერი საზღვაო- სავაჭრო ნავსადგურებზე 30 წლით მართვის უფლების მოპოვებაზე.–KHERSON გამოაცხადა. ქართულ-შვეიცარიულ კომპანიას პორტის მართვის უფლება 30 წლით გადაეცა.
სასტუმრო რედისონში შეკრებილ საზოგადოებას, მთავრობას და მედიას, გამარჯვებულმა კომპანიამ LLC RISOIL-KHERSON-მა , ხერსონის სავაჭრო პორტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია წარუდგინა . პრეზენტაციაზე ინვესტორმა საკუთარი ხედვა, მისია, განვითარების გეგმა და პორტის გადაიარაღების სქემა გააცნო . ინვესტორი კომპანია პორტის განვითარებაში 15 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და ხერსონის ინფრასტრუქტურის მოწყობა- განვითარებაზე ვალდებულებასაც იღებს.
უკრაინაში დაწყებულმა ახალმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და საკანონმდებლო ცვლილებებმა განსხვავებული შესაძლებლობები გააჩინა ინვესტორებისათვის. მათი ინიციატივები ინვესტორებისთვის სტატეგიული სახელმწიფო ობიექტების მართვის უფლებით გადაცემას ეხებოდა. უკრაინამ პირველად გამოაცხადა ტენდერი საზღვაო- სავაჭრო ნავსადგურებზე 30 წლით მართვის უფლების მოპოვებაზე.