საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4,7%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 41,077 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 8.5%-ით მეტია ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.

მშპ-ს რეალური ზრდა 2018 წელს წინა წელთან შედარებით 4.7%-ით, დეფლატორის პროცენტული ცვლილება 3.6%-ია.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17%) და მრეწველობა (17%). ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10.2%), მშენებლობა (9.3%), სახელმწიფო მმართველობა (8.2%), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (7.7%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7.4%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5.8%).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო საქმიანობა (13.5%), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (13.2%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (12.1%), სასტუმროები და რესტორნები (9.7%), ტრანსპორტი (9.%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7.6%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6.2%), ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (5.9%), კავშირგაბმულობა (5.8%). კლება აღინიშნა მშენებლობის სექტორში (-3.1%).

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …