საქართველოს დაცული ტერიტორიებისადმი ვიზიტორთა ინტერესი იზრდება

თბილისი (BPI) – დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ზრდის ტრენდი შენარჩუნებულია.

რაოდენობა 2019 წლის იანვარ-აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა და 889 321 შეადგინა. ტერიტორიებს თანაბარი რაოდენობის ქართველი და უცხოელი ვიზიტორები ესტუმრნენ.

უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით.

პირველ 8 თვეში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ ტერიტორიებს:
• მარტვილის კანიონს
• ყაზბეგის ეროვნულ პარკს
• პრომეთეს მღვიმეს
• ოკაცეს კანიონის
• თბილისის ეროვნულ პარკს

შემთხვევითი სიახლე

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მაღალი დატვირთვა და საერთაშორისო ვიზიტორების სიმრავლეა – სასტუმრო „მესტია ინნ“

სვანეთში საზაფხულო ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. სასტუმრო „მესტია ინნის“ (Mestia Inn) გენერალური მენეჯერის, ნიკოლოზ პეტრიაშვილის …