საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრი JTI გახდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი თამბაქოსა და გახურებადი თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია Japan Tobacco International (JTI) შეუერთდა.

Japan Tobacco International მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი თავისი პროდუქციით და წარმოადგენს JT კომპანიების ჯგუფის წევრს. როგორც ცნობილია, JTI-ის ეკუთვნის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Winston, Camel, Sobranie, Mevius და LD. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს შვეიცარიაში, ჟენევაში.

შეგახსენებთ, რომ კომპანია საქართველოში 2000 წლიდან ოპერირებს, 2020 წლიდან კი საქართველოს ოფისი ბელარუსის და კავკასიის ქვეყნების კლასტერის სათავო ოფისს წარმოადგენს და ახორციელებს ოთხი ბაზარის ოპერაციულ მართვას: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი. საქართველოს ოფისში დასაქმებულია 87 თანამშრომელი.

აღსანიშნავია, რომ JTI-ს საქართველოში, 2021 წელს ზედიზედ მერვედ, გადაეცა საუკეთესო დამსაქმებლის (Top Employer) ჯილდო.

„მივესალმებით და ვულოცავთ JTI-ს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანებას. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ წარმატებული ბიზნეს კომპანიები ავსებენ ჩვენი ასოციაციის რიგებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა JTI-სთან ორმხრივად საინტერესო, სასარგებლო და პროდუქტიული იქნება“ – განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას 10-ზე მეტი ახალი წევრი შეუერთდა და დღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 90 კომპანიას აერთიანებს. ამასთან, წევრ კომპანიათა დიდი ნაწილი ჰოლდინგური ტიპის ჯგუფებია. თითოეული ჰოლდინგური ჯგუფი კი, თავის მხრივ, სხვადასხვა ოდენობით მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის ბიზნეს ორგანიზაციებს მოიცავს. შესაბამისად, საერთო ჯამში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის რიგებში 600-ზე მეტი სხვადასხვა ზომის კომპანია ირიცხება.

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …