საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს “არემჯი” შეუერთდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს „რიჩ მეტალს გრუპი“ („არემჯი“) შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ „არემჯი“ საქმიანობას საქართველოში, ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს რაიონებში 2012 წლიდან ახორციელებს. ,,არემჯი’’, სპილენძის, ოქროს და პოლიმეტალების შემცველი მადნების ღია და მიწისქვეშა მოპოვების წესით და გადამუშავების გზით აწარმოებს პოლიმეტალურ კონცენტრატს და ოქროს დორე შენადნობს.

„არემჯი ჯგუფში“ შემავალი კომპანიები: შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“, სს „არემჯი კოპერი“, შპს „არემჯი გოლდი“ და შპს „არემჯი აურამაინი“ საქართველოში, რომლებიც ქვემო ქართლის რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებლები არიან. ამ კომპანიებში ჯამში 3000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

„მოხარულნი ვართ და მივესალმებით „რიჩ მეტალს გრუპის“ („არემჯი“) საქართველოს ბიზნეს ასოციაციში გაწევრიანებას, სადაც აღნიშნული სექტორი საკმაოდ კარგად არის წარმოდგენილი. გარდა სპეციფიური და საინტერესო საქმიანობისა „არემჯი“ არის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი, რაც მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისთვის. შესაბამისად, ბიზნეს ასოციაცია აქტიურად განაგრძობს მუშაობას ამ სფეროში მომუშავე კომპანიების ინტერესების დაცვისა და ადვოკატირებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ „არემჯის“ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თანამშრომლობა ნაყოფიერი და ორმხრივად სარგებლიანი იქნება“- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულელებმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …