საქართველოს ბანკმა EBRD-ისგან ₾28 მლნ მიიზიდა

თბილისი (BPI) – სს “საქართველოს ბანკმა” ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 28 მლნ ლარის ფინანსური რესურსი მიიზიდა.

სასესხო ხელშეკრულება მხარეებმა უკვე გააფორმეს, სესხის ვადა 5 წელია.

სესხის მიზნობრიობა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ფინანსურს რესურსზე ხელმისაწვდომობაა და DCFTA-ს შეთანხმების მოთხოვნების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შემთხვევითი სიახლე

21-24 სექტემბერს ქ. თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს  ქ. თბილისში უმასპინძლებს ენერგეტიკის რეგულირების …