საქართველოს ბანკი Visa-სთან, soplidan.ge-სთან და ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობას იწყებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი ადგილობრივი მეწარმეების, ფერმერების  მხარდაჭერას განაგრძობს და ამ მიზნით Visa-სთან, soplidan.ge-სთან და ფერმერთა ასოციაციასთან ერთად კამპანიას იწყებს. კამპანიის მიზანია ფერმერთა მხარდაჭერა და მათთვის საკუთარი პროდუქციის რეალიზაციაში კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა. ასევე, კამპანიის მიზანია მომხმარებლისთვის სოფლის ნატურალური პროდუქტების შეღავათიან ფასში შეძენის შესაძლებლობის მიცემა. პირველ ქართულ ონლაინმაღაზია soplidan.ge-ზე  250 დასახელების მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტია განთავსებული, რაც ფერმერებს გასაღების ახალი ბაზრის მოპოვების მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს.

კამპანიის ფარგლებში,  ის ვინც დღეიდან 1 ივლისის  ჩათვლით საქართველოს ბანკის ვიზა ბარათით განხორციელებს გადახდებს,  შენაძენზე 20%-იანი ფასდაკლებით ისაქრგებლებს. SOLO-ებზე კი 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. ასევე, კამპანიის პერიოდში საქართველოს ბანკის ვიზა ბარათით განხორციელებულ შენაძენზე მომხმარებელს გაორმაგებული PLUS ქულები დაერიცხება.

საქართველოს ბანკის, Visa-ს, soplidan.ge-ს და ფერმერთა ასოციაციის პარტნიორობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ფერმერთა მხარდაჭერაში, მოახდინონ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია, ასევე  სოფლიდან.ჯი-სთან თანამშრომლობით უზრუნველყონ მომხმარებელთა მაღალი ხარისხით მომსახურება და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია.

ამ მიზნის მისაღწევად ფერმერების საჭიროებისა და გამოწვევების კვლევა ჩატარდება.  ფერმერთა ასოციაცია მიწოდების ჯაჭვის გამართვისთვის უზრუნველყოფს ფერმერთა აღწერას, რაც გულისხმობს მათი პროდუქციისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და შეგროვებას.

„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ფერმერების  მხარდაჭერა, მათი  ხელშეწყობა და წახალისება. პარტნიორებთან ერთად ამ კამპანიაში მონაწილეობის მიღებით გვსურს ხელი შევუწყოთ ფერმერებს, რაც შეიძლება მეტი პროდუქცია აწარმოონ და ჰქონდეთ გარანტირებული გასაღების ბაზარი მისი რეალიზაციისთვის. ფერმერებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემა, რაც გამოიხატება საქართველოს ბანკის მომხარებლებისთვის საინტერესო შეთავაზების გაკეთებაში,  ვფიქრობთ მნიშვნელოვნად შეუწყობს მათ ხელს რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდონ თავიანთი წარმოებული პროდუქტის ხარისხი და შესაბამისად, აამაღლონ კონკურენტუნარიანობა“-, აცხადებენ საქართველოს ბანკში.

”ჩვენ, ვიზაში, ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს მცირე და მიკრო ბიზნესი საქართველოს ეკონომიკაში და მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მათ. Visa Foundation-მა, ახლახანს გამოაცხადა გლობალური, 200 მილიონ დოლარიანი პროგრამის დაწყება, რომლის მიზანიც, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მცირე და მიკრო ბიზნესის აღდგენა და მხარდაჭერაა. გარდა Visa Foundation-ის ძალისხმევისა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ რიგ  ინიციატივებს, რომლებსაც ვახორციელებთ ადგილობრივ პარტნიორ ბანკებთან და მერჩანტებთან ერთად, როგორიცაა Soplidan.ge – საქართველოს ბანკისა და ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი კამპანია. ამ ინიციატივით, ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მწარმოებლებს, რათა შეძლონ თავიანთი პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდება, რითიც თავის მხრივ, ვუწყობთ ხელს უნაღდო გადახდების განვითარებას ქვეყანაში”, – განაცხადა კრისტინა დოროშმა, ვიზას რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …