„საქართველოს ბანკი“, „ჯეოქეისი“ და „კომერსანტი“ ერთობლივი პროექტის – „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში პირველ დისკუსიას გამართავენ

„საქართველოს ბანკი“, ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ და მედია პლატფორმა „კომერსანტი“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში 10 ოქტომბერს „ეკონომიკური ფორუმის“ პირველ დისკუსიას გამართავენ.

დისკუსიის მთავარი თემაა – „ეკონომიკური დიპლომატია“. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი, „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ ინაიშვილი.

დისკუსიას მოდერაციას „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორი, კომერსანტის მმართველი პარტნიორი, გიორგი აბაშიშვილი გაუწევს.

დისკუსიის მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იქნას საქართველოს საერთაშორისო აქტივობა ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით. ასევე, დიპლომატიური მისიების როლი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიმართულებით, შესაბამისი სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო შეთანხმებების ეფექტურობა და პერსპექტივები, ბიზნესის საჭიროებები, როლი და კომუნიკაცია დიპლომატიურ მისიებთან.

„დისკუსიის ფარგლებში ვიმსჯელებთ იმ მიღწევებზე და შედეგებზე, რაც მოაქვს აქტიურ ეკონომიკურ დიპლომატიას. ასევე, ბუნებრივია, შევეხებით არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს. მათ შორის, ვიმსჯელებთ იმაზე თუ როგორ შეიძლება ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულებით კერძო სექტორის, ანალიტიკოსებისა და ექსპერტების ჩართულობა“,- განაცხადა „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა, კომერსანტის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი აბაშიშვილმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …