საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი ტურიზმის სექტორში შექმნილი ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე, სასტუმროების ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს. საქართველოს ბანკი აქტიურ კომუნიკაციაზეა კლეინტებთან, რომლებიც მასპინძლობის სფეროში, კერძოდ სასტუმროების ბიზნესში საქმიანობენ და გამოხატავს მზადყოფნას, მათთან ერთად განიხილოს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მათი ბიზნესებისთვის შეღავათების დაწესებასთან, მათ წინაშე არსებული პრობლემების დაძლევასა თუ სამომავლო სამოქმედო გეგმასთან.

საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, ტურიზმისა და მასპინძლობის, კეროდ სასტუმრო ბიზნესის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და შემდგომ წახალისებას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა, კიდევ უფრო მეტად, შევუწყოთ ხელი მასპინძლობის სფეროში არსებულ ბიზნესებს. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, გარდა იმ აქტიური კომუნიკაციისა, რომელიც სექტორში მოღვაწე ბიზნესებთან გვაქვს, კიდევ ერთხელ ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს, რათა განვიხილოთ მათთვის საინტერესო ყველა საკითხი, მათ შორის მათთვის შეღავათების დაწესების შესახებ. საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა. ბანკი უკვე წლებია ხელს უწყობს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, როგორც ფინანსურად, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით, რათა სასტუმრო ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა მისცეს და შესაბამისად, წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში. მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი, მითუმეტეს ისეთი როგორც ტურიზმისა და მასპინძლობის სწრაფად მზარდი სექტორია, ძლიერი ეკონომიკის საწინადარია,“- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …