საქართველოს ბანკი მომხმარებელს შეღავათიან აგროკრედიტს სთავაზობს

საქართველოს ბანკი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას განაგრძობს და ამჯერად, აგროსექტორში ბიზნესის დაწყების მსურველებს, შეთავაზებას უკეთებს.  კერძოდ, ბანკი მომხმარებელს  შეღავათიან  აგროკრედიტს  სთავაზობს. რაც იმას ნიშნავს რომ, მათ ვისაც აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და სურს მასზე ლურჯი მოცვის და ინტენსიური ვაშლის ბაღი გააშენოს, ბანკი მათ დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.  აღსანიშნავია, რომ სესხი ითვალისწინებს შესაბამისი წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობასაც. სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში, როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებისთვის.  სესხის მინიმალური მოცულობა – 20,000 ლარს, ხოლო მაქსიმალური კი 500,000 ლარს შეადგენს. მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობისთვის კი ბანკი მათ 48 თვემდე საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ  ბმულზე: https://bit.ly/3iuSOey

“ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რათა ხელი შევუწყოთ აგრომიმართულების განვითარებას,   წავახალისოთ სექტორში უკვე დასაქმებული თუ პოტენციური მეწარმეები. ამას კი ვახორციელებთ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებით. ამჯერად მომხმარებელს, რომელსაც სურს ლურჯი მოცვის ან ინტენსიური ვაშლის ბაღი გააშენოს და საკუთარი ბიზნესი დაიწყოს, ვთავაზობთ საჭირო ფინანსებზე წვდომას მათზე მორგებული პირობებით. ვფიქრობთ, ეს შეთავაზება დაეხმარება მათ, წამოიწყონ მათთვის საინტერესო საქმე, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …