საქართველოს ბანკი და  “კინგსი” გრძელვადიან პარტნიორობას იწყებენ

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკმა ქვეყანაში ყველაზე მსხვილ საგანმანათლებლო პროდუქტების პროვაიდერთან, „კინგსთან“, გრძელვადიანი თანამშრომლობა გააფორმა.

პარტნიორობის მთავარ მიზანს სკოლის მოსწავლეების და აბიტურიენტების განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა და  მოტივაციის ამაღლება წარმოადგენს.

თანამშრომლობა სხვადასხვა ტიპის ინიციატივებს აერთიანებს და სკოლის მოსწავლეებს  საგანმანათლებლო პლატფორმებზე – Kings.ge, Lupi.ge, Murtsku.com, Tvschool.ge, Hubu.ge და Unicatalog.ge შეღავათიან წვდომის შესაძლებლობას აძლევს.

უფრო კონკრეტულად კი, sCool Card-ის მფლობელები შეძლებენ შეღავათით  ისარგებლონ „კინგსის“ მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებზე, სასწავლო წიგნებსა და კრებულებზე.

გარდა ამისა, პანდემიის პირობებში განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი sCool Card-ის მფლობელ 1-9 კლასის მოსწავლეებს „ლუპის“ 3 თვიანი სასწავლო პროგრამით უზრუნველყოფს. პროგრამა 3 საგანში, ქართულ და ინგლისურ ენებსა და მათემატიკაში იქნება ხელმისაწვდომი.  მოსწავლეების ცოდნის დონეზე სპეციალურად მორგებული პროგრამა დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე იქნება ორიენტირებული.

ამასთან, ბანკი აბიტურიენტებს Murtsku.com-სა და Hubu.ge-ზე ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსებისთვის საჭირო ფინანსურ მხარდაჭერასაც გაუწევს.

“განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პარტნიორობის ფარგლებში, ახლა უკვე „კინგსთან“ ერთად გვეძლევა შესაძლებლობა, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსი კიდევ უფრო მეტი მოსწავლისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. სტიპენდიები, პერსონიზებული სასწავლო პროგრამები, შეღავათები ოლიმპიადებზე – ეს მცირე ჩამონათვალია იმ შეთავაზებებისა, რაც გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება. გვჯერა, რომ პარტნიორობა არაერთ მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას, გაიუმჯობესოს ცოდნის დონე, მიაღწიოს დასახულ მიზნებს და კიდევ უფრო მეტად გამოავლინოს და აითვისოს საკუთარი პოტენციალი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის SCR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ საგანმანათლებლო  პროექტებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე

ინფორმაციისთვის, „კინგსი“ განათლების სფეროში 2012 წლიდან მოღვაწეობს. მის მთავარ მისიას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებითა და მუდმივგანახლებადი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვით ზოგადი განათლების დონის გაზრდა წარმოადგენს. კომპანიის ძირითად საქმიანობას ქართულ და ინგლისურ ენებში, მათემატიკაში, ისტორიაში, ბუნებაში, ინტელექტსა და ინფორმატიკაში სასკოლო ოლიმპიადების ორგანიზება წარმოადგენს.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …