საქართველოს ბანკი ახალ პროექტებს აფინანსებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკმა 5 პროექტისთვის 50 000 ლარამდე გამოყო. მთლიანად, ამ მიმართულებას ბანკი 250 000 ლარით დააფინანსებს.

სოციალური საწარმო-მოირგე

ზესტაფონში საერთაშორისო სტანდარტის მქონე სავარძელ-ეტლებისწარმოება და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება საშუალო და მძიმემოტორული შეზღუდვის მქონე პირთა ფუნქციური დამოუკიდებლობის დამობილობის გაუმჯობესების მიზნით.

საინიციატივო ჯგუფი „თეატრო მობილეს“- ფორთოხლისფერიავტობუსი“

მობილური, ადაპტირებულ თეატრალური სივრცე, 5 მაყურებელზე გათვლილი დარბაზით,. პროექტი  ხელს შეუწყობს, თეატრი გახდესყველასათვის ხელმისაწვდომი, მთაში, კონფლიქტისპირა ტერიტორიებზე,სოფლებში, გაიმართოს ქუჩის პერფორმანსები, სპექტაკლები. თეატრალურიავტობუსი ადაპტირებული და მორგებული იქნება შშმ პირთა  საჭიროებებზე, რაც ხელს შეუწყობს როგორც მათ დასაქმებასა და მასპინძლობას, ასევე მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას და ინკლუზიური გარემოს შექმნას.

პოლიეთილენის ნარჩენების მართვა- Plastic watcher

გადამუშავებისა და მდგრადი გამოყენების ნივთების შესაქმნელად.  საწარმოს მიზანია, საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებზე  პოლიეთილენის პარკისნაკლებად მოხმარების, გარემოს პარკებით დანაგვიანებისგან დაცვის მიზნით.  საწარმოში დასაქმდებიან შშმ პირები.

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტი – ბაბალეს ჭრელიწინდები

საქმიანობიდან შემოსული მოგება მოხმარდება ინტელექტუალური დარღვევების მქონე ზრდასრულთა დასაქმებას, მოზარდთა წინაპროფესიულ მომზადებას.  წინდების ნაწილი შეიქმნება ბენეფიციარების ნახატების გამოყენებით.

ადაპტური და საორსულე ტანისამოსის პროექტი – „ინკლუზიურობა მოდაში“

პროექტი გულისხმობს ინოვაციური სოციალური საწარმოს შექმნას, რომელიც მოდის ინდუსტრიაში დანერგავს ინოვაციურ პროდუქტს – „ფერადი, თერაპიული, ადაპტური და საორსულე სამოსი“. შშმ პირების საჭიროებებზემორგებული ტანისამოსი, დაეხმარება მათ ცხოვრების ხარისხისგაუმჯობესებაში, ტანისამოსის შექმნაში კი თავადაც მიიღებენ მონაწილეობას.ქართული ბრენდის ქვეშ შექმნილი საორსულე და ინტერაქტიულითერაპიული სამოსის ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობა კიორსულ ქალბატონებსაც მიეცემათ.

საქართველოს ბანკი ერთერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ამ მიმართულებას 2017 წლიდან აფინანსებას, ამ დრომდე   400 000 ლარამდეა გაღებული, 10 სოციალური საწარმოსთვის.


შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …