საქართველოს ბანკის პარტნირობით თბილისის V საერთაშორისო კონფერენცია იმართება

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივით, თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „Now What?” იმართება.

კონფერენციის მთავარი მიზანია, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიის გამართვა, როგორიცაა საქართველოს ტრანსატლანტიკური პერსპექტივა, დემოკრატიის პროგრესი და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. კონფერენცია თავს უყრის საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებს. კონფერენცია ყოველწლიურად მასპინძლობს უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს.

„ჩვენთვის პატივია, ვიყოთ ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორები. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მიმზიდველი, სტაბილური საინვესტიციო გარემოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოება, დემოკრატია და მისი დასავლური მომავალი. მოხარული ვართ, რომ შეგვაქვს ჩვენი მოკრძალებული წვლილი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის პროცესსა და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„2019-2010 წლების მიჯნაზე მსოფლიო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. სენატორ ჯონ მაკკეინის სულისკვეთების ერთგული კონფერენცია მსოფლიოს წამყვან მოაზროვნეებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მათი ხშირად წინააღმდეგობრივი დღის წესრიგის და ხედვისგან დამოუკიდებლად, თავშეყრის საშუალებას აძლევს“,- განაცხადა კურტ ვოლკერმა, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია თავს უყრის მოკავშირეებს და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. აქ გამართული საუბრები და დაწყებული ურთიერთობები იმ მოქმედებისა და ინიციატივების იმპულსია, რაც „ასე მნიშვნელოვანია დღეს“,- განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა და კონფერენციის მასპინძელმა, ნინო ევგენიძემ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …