საქართველოს ბანკის ორგანიზებით საინვესტიციო შესაძლებლობებზე კონფერენცია გაიმართა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ინიციატივით, დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე კონფერენცია გაიმართა.

მიზანი უცხოელი ინვესტორებისა და პოტენციური პარტნიორებისთვის საქართველოს, როგორც ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემის, სტაბილური მაკროეკონომუკური გარემოსა და მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გაცნობა იყო.

ინვესტორებმა მიიღეს ინფორმაცია საბანკო სექტორისა და უძრავი ქონების ბაზარზე, ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე.

„საქართველოს ბანკის უნიკალური შეთავაზება ჩვენი დაგროვილი ქონების მართვის კლიენტებისთვის, სტაბილურობასა და მიმზიდველ ამონაგებთან ერთად, არის ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოში ინვესტირება ჰქვია. ამ მიმართულებით დიდია ინტერესი ჩვენი კლიენტების მხრიდან, რაც საქართველოს საბანკო სისტემისადმი მაღალ ნდობაზე და საქართველოზე, როგორც ინვესტირებისთვის მიმზიდველ ქვეყანაზე მეტყველებს. მე მოხარული ვარ, რომ გვქონდა შესაძლებლობა ინვესტორებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ჩვენი მიზანია, გავაცნოთ ჩვენს არსებულ თუ პოტენციურ პარტნიორებს საქართველო – როგორც მზარდი ეკონომიკის და განვითარებაზე ორიენტირებული მიზნების მქონე ქვეყანა “, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

საქართველოს ბანკი დაგროვილი ქონების მართვის  მიმართულებით 2005 წლიდან მუშაობს. ბანკი მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი ქვეყნის მომხმარებელსა და მის ოჯახს ემსახურება. საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და დიდ ბრიტანეთში წარმომადგენლობითი  ოფისების საშუალებით ოპერირებს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …