საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩვენი გეგმები რეალური და ხელშესახები გახდა – “შირნჰოფერი” მაღაზიათა ქსელს აფართოებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით ხორცპროდუქტების მაღაზიათა ქსელი, შირნჰოფერი, კიდევ 2 მაღაზიას გახსნის.

შირნჰოფერი მომხმარებელს ხორცპროდუქტების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, რისი იმპორტიც ავსტრიიდან ხორციელდება. პროდუქციას განსაკუთრებულად მაღალი ხარისხი გამოარჩევს, მას საქართველოში არსებულ ყველა დიდ სუპერმარკეტში შეხვდებით. ამჟამად თბილისის მასშტაბით შირნჰოფერის 4 მაღაზია ოპერირებს. ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში კი ქსელი დამატებით ორ მაღაზიას გახსნის.

პროექტის ჯამური ღირებულება 5 მლნ. ლარს შეადგენს, ხოლო ბანკის თანამონაწილეობა 2.5 მლნ ლარს უტოლდება.

„შირნჰოფერის პროდუქცია ავსტრიაში, მაღალტექნოლოგიურ საწარმოებში მზადდება ტრადიციული ოჯახური რეცეპტებით. წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ ავსტრიის ფერმებში გაზრდილი საქონლისა და ღორის ხორცი. ეს კი უზრუნველყოფს პროდუქციის საუკეთესო გემოვნურ თვისებებსა და უმაღლეს ხარისხს. პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შირნჰოფერის მაღაზიათა ქსელი გაგვეხსნა. მაღაზიებში წარმოდგენილია შირნჰოფერის 60-ზე მეტი დასახელების ბრენდული დელიკატური ხორცპროდუქტი, ავსტრიული ნედლეულით და ტექნოლოგიით გამომცხვარი 20-მდე დასახელების პურფუნთუშეული. ასევე ავსტრიული ყველი და სხვა მაღალი ხარისხის პროდუქტები. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ჩვენი გეგმები კიდევ უფრო რეალური და ხელშესახები გახდა და სულ მალე მომხმარებლებს ახალი ობიექტებიდან გავუწევთ მომსახურებას“,- განმარტავს შირნჰოფერის წარმომადგენელი მამუკა ჯაფარიძე.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …