საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში სასათბურე ბიზნესი ფართოვდება

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით კასპის სოფელ ხოვლეში ბოსტნეულის 2 სათბური აშენდა. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო ჭაბურღილი. მეწარმე სათბურში სეზონურად  აწარმოებს ბოსტნეულს  (ზაფხულში პომიდორი, ზამთარში მწვანილი), რის რეალიზაციასაც ძირითადად თბილისის სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ობიექტებში ახდენს. სათბური 2018 წლიდან ფუნქციონირებს, იმ ინვესტიციით, რომელიც ბანკის მხრიდან იყო გამოყოფილი, სასათბურე ბიზნესი კიდევ უფრო განვითარდა. აღნიშნული სათბურის  მშენებლობის საინვესტიციო მოცულობა 27 000 ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი თანხა კი 20 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე სათბური  5 ადამიანს ასაქმებს.

„საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ბიზნესების რეგიონში განვითარებას, მათ შორის აგრომეურნეობის მიმართულებით. ამჯერად ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით კასპის სოფელ ხოვლეში სასათბურე ბიზნესი გაფართოვდა. ჩვენ მუდმივად მზად ვართ წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომელიც მიმართულია ეკონომიკის განვითარებისკენ“, – განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …