საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხის ნაკეთობების ბრენდი “თილისმა“ წარმოებას აფართოებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოებს.

კომპანიამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო და დღეს ბრენდის ნაკეთობების რეალიზაცია უკვე www.amazon.com-ზე ხორციელდება. წარმოებული პროდუქტის გამრავალფეროვნების მიზნით განხორციელებულმა ინვესტიციამ 58,000 დოლარი შეადგინა.

წარმოების პროცესში 13 ადამიანია ჩართული. ბრენდი 5 სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. ესაა ხელნაკეთი წიგნის დამჭერები. „თილისმა“ ამაზონის გარდა პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციასაც გეგმავს.

„საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდ „თილისმას“ მიეცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო გააფართოვოს წარმოება სხვადასხვა სახეობის ხის ნაკეთობების რეალიზაციით. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესების წახალისებას, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ ისინი და შეიტანონ საკუთარი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში.“ – განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …