საქართველოს ბანკის მხარდაჭერით SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თბილისი (BPI) – საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ ექვს გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა. სამივე გამარჯვებული გუნდი საქართველოს ბანკისგან ფულად ჯილდოს მიიღებს და კიევში Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე გაემგზავრება, რომელიც 2019 წლის დეკემბერში გაიმართბა.
2019 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:
„თაფ თექსთი” – TapText – ორი ხელთათმანისგან შემდგარი მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც უსინათლოები სრულიად დამოუკიდებლად, ნებისმიერ დროს და ადგილას შეძლებენ ელექტრონული ტექსტის აკრეფას და გაგზავნას.
“ბეისმენთი” – Basement – ქართული ალტერნატიული მუსიკის პირველი ორენოვანი ციფრული არქივი, რომლის მიზანიცაა თანამედროვე ქართული მუსიკის კვლევა, შენარჩუნება და გაზიარება.
„ზერო სთროუ” – ZeroStraw – ინოვაციური საწრუპი, რომელიც იჭმევა და არ ტოვებს ნარჩენს.

Impact Hub Tbilisi უკვე მესამე წელია ახორციელებს პროგრამას Social Impact Award-ს, რომელიც არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში და ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს თავიანთი იდეების განსახორციელებლად.

“Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო. სამი წლის განმავლობაში ვორქშოფები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომელსაც საერთო ჯამში 500-მდე სტუდენტი დაესწრო. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რელურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. წელს პროგრამის ფარგლებში 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, სამივე მათგანი ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს” – აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა და განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ ყოველწლიურად ვაცხადებთ საგრანტო კონკურს და ვაფინანსებთ სოციალურ საწარმოებს, რაც ხელს უწყობს განხორციელდეს კიდევ უფრო მეტი პროექტი ამ მიმართულებით. ბანკი უკვე მესამე წელია მხარს უჭერს და აფინანსებს, ისეთ მნიშვნელოვან პროექტს როგორიც Social Impact Award-ია, რადგან ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, დაისახონ მიზნები, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. საბოლოოდ, ბანკის დაფინანსებით განახორციელონ საკუთარი იდეები და პროექტები“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

პროგრამა Social Impact Award-ის პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი და UNDP საქართველო.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …