საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 14 დეკემბერს TEDxTbilisi 2019 გაიმართება

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 14 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტი TEDxTbilisi 2019 უმასპინძლებს. 2019 წელს TEDxTbilisi ღონისძიების თემაა ცხოვრების ხელოვნება, სხვადასხვა პროფესიის და ასაკის 9 სპიკერი გაერთიანდება ამ თემის გარშემო სასუბროდ და მათი ინოვაციური პროდუქტის, ხედვის თუ იდეის TEDx აუდიტორიისათვის გასაზიარებლად.

ღონისძიება 14 დეკემბერს 11:00 – 16:30 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება. ერთი დღის განმავლობაში 7 ქართველი და 2 უცხოელი სპიკერი ღონისძიების მონაწილეებს საკუთარ ინოვაციურ ხედვებსა და მიდგომებს გაუზიარებენ. წელს ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, რაც ნიშნავს რომ სტუმრებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია TEDxTbilisi-ის ფეისბუქ ან ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე 25 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით:

შემდეგ ბმულებზე:

https://www.facebook.com/events/505211220068154/

http://www.tedxtbilisi.com/news/tedxtbilisi2019-registration

რაც შეეხება TEDxTbilisi2019 სპიკერების სიას, ის ასე გამოიყურება:

  1. რატი ღოლიჯაშვილი
  2. მაკო ქავთარაძე
  3. ხატია გაბისონია
  4. ჯერი ოსბორნი
  5. მანუჩარ ჩიტაიშვილი
  6. თათა რატიშვილი
  7. ლიკა დუმბაძე
  8. მარია ბაიერ დ’ორაციო
  9. გიორგი თუმანიშვილი

TEDx არის არაკომერციული ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქალაქში.  საქართველოში TEDx ფორმატი 2012 წლიდან ორი ღონისძიებით – TEDxTbilisi (სტანდარტული ღონისძიება) და TEDxYouth@Tbilisi (ახალგაზრდული ღონისძიება) არის წარმოდგენილი. ორივე ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს ინოვაციური და საინტერესო იდეები/ადამიანები, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ პროგრესსა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის ფორმირებას გლობალურ სივრცეში. ამ მიზნის მისაღწევად მოხალისეთა გუნდი ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ ფორუმს, რომელზეც სიტყვით გამოდიან ქართველი და საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი სპიკერები.

TED-ის ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, ჩვენი სპიკერების მიზანია მაქსიმუმ 18 წუთში დაარწმუნონ აუდიტორია საკუთარი იდეის/ხედვის ღირებულებაში; აანთონ მსმენელი იმ ენთუზიაზმით, რომელსაც თვითონ განიცდიან წარმოდგენილი საკითხის მიმართ.

TEDx ფორმატი მუდმივად ვითარდება აქტუალობის და საზოგადოების ინტერესის შესანარჩუნებლად. სწორედ ამით არის განპირობებული ის გარემოება, რომ დღეისათვის საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც იგი ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ და პრესტიჟულ ინტელექტუალურ ფორუმად იქცა. ყოველწლიურად ჩვენი ღონისძიებები 500ზე მეტ მსმენელს უყრის თავს, ზოგიერთი სპიკერის ვიდეოები კი, პოპულარული გახდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. საზოგადოების მუდმივად ზრდადი ინტერესი ჩვენი ღონისძიებების მიმართ, გვარწმუნებს ამ საქმიანობის საჭიროებაში და აღვივებს ჩვენს მოტივაციას კიდევ უფრო მრავალფეროვანი ფორმატი შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …