საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მორიგი დისკუსია გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროექტ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მორიგ დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მთავარი თემა იყო -„ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმა და ევროინტეგრაცია“. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ჟან მონეს პროგრამის ევროპის კვლევებისა და კავკასიის კვლევების პროფესორი ოლივერ რაისნერი.

დისკუსიას მოდერაციას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის, ანალიტიკური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

„დისკუსიის მთავარი თემა იყო ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილზე მსჯელობა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე, მივიღეთ ამომწურავად ყველა ინფორმაცია მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო ბიზნესის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების პოზიცია. ყველა მხრიდან აღნიშნა, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა და ამ კუთხით ყველა შესაძლებლობის მაქსიმალური გამოყენება“ განაცხადა ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა

პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.

მიმდინარე ღონისძიება პროექტ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში უკვე მეოთხე დისკუსიაა. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის თებერვლიდან დისკუსიების პარტნიორია ევროპის ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies, მათ მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …