საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “Europcar Georgia” ახალ სერვისს ნერგავს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “Europcar Georgia” ადგილობრივ ბაზარზე სრულიად ახალ პროდუქტს ნერგავს. 3,750,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით, საქართველოში პირველად, “Europcar Georgia” კომპანიებს სატრანსპორტო მომსახურებას აპლიკაციის საშუალებით სთავაზობს.

მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, აპლიკაციისა და ვებ-პლატფორმის გამოყენებით საავტომობილო მომსახურება მათთვის სასურველი დროით, მისამართით და ხანგრძლივობით დაჯავშნონ.

„Europcar Georgia“ საავტომობილო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სამ ძირითად სერვისს – ავტომობილების გაქირავებას, საოპერაციო ლიზინგსა და სატრანსპორტო მომსახურებას აერთიანებს. კომპანია 90-მდე ადამიანს ასაქმებს და 50-მდე პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს.

ამჟამად “Europcar Georgia”-ს მფლობელობაში 300-მდე სხვადასხვა კლასის და ტიპის ავტომობილია, მათ შორის სედანის ტიპის ბიუჯეტური (Toyota, Mazda, Renault და Hyundai) და Volvos და Land Cruiser-ის ტიპის მაღალი კლასის ავტომობილები.

„სატრანსპორტო მომსახურება“ „Europcar Georgia”-ს ახალი პროდუქტია, რომლის დანერგვაშიც მნიშვნელოვანი როლი „საქართველოს ბანკმა“ ითამაშა. ბანკის მიერ გამოყოფილი ინვესტიციით, მოგვეცა შესაძლებლობა, დამატებით 60 მანქანა შეგვეძინა და 70-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეგვექმნა. ახალი პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მეშვეობით კომპანიას აღარ უწევს ტაქსების, ავტოპარკის შექმნის, მძღოლების აყვანის, დისპეჩერიზაციისთვის რესურსების მობილიზება და ხარჯების გაწევა. ჩვენი თანამედროვე, ყველაზე მოქნილი, კომფორტული მობილური აპლიკაციები და სისტემა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას“ – აცხადებს „Europcar Georgia“-ს დირექტორი, სანდრო საყვარელიძე.

“სამომავლოდ, ვგეგმავთ გავფართოვდეთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ მეტი ლოკაცია მოვიცვათ. ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურად ინტეგრირებაა. მისი დახმარებით, ვცდილობთ უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ მომხმარებლის გამოცდილება. აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომავალ წელს 100%-ით გავიზარდოთ და კიდევ მეტი ახალი და ინოვაციური პროდუქტი შევთავაზოთ როგორც საცალო, ისე კორპორატიულ მომხმარებელს“, – დასძენს სანდრო საყვარელიძე.

“მოხარული ვართ, რომ პარტრნიორობის ფარგლებში “Europcar Georgia” აქტიურად აგრძელებს განვითარებას. კომპანია მომხმარებელს მაღალი ხარისხის, მრავალფეროვან და საინტერესო საავტომობილო სერვისს სთავაზობს. “Europcar Georgia”-ს ტრანსპორტის დაჯავშნა მომხმარებელს როგორც ვებ-გვერდიდან, ასევე მობილური აპლიკაციის გამოყენებითაც შეუძლია. ახლახან, “Europcar Georgia”-ს პლატფორმებს მძღოლების/კომპანიის ფიდბექის ფუნქციონალი დაემატა, რაც ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებულობაზე მიუთითებს. მათ წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ “Europcar Georgia”-ს მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის „Rising Star“-ის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების ხელშეწყობას, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და მეტი შესაძლებლობა ბიზნესის განვითარებისთვის“, – აცხადებს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მითაიშვილი.
ინფორმაციისთვის, „Europcar“ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ავტომობილების გაქირავების კომპანიაა. 1949 წელს შექმნილი კომპანია დღეს ევროპის მასშტაბით ბაზრის ლიდერია და მსოფლიოს ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი. საქართველოში „Europcar“-ს თეგეტა ჰოლდინგი წარმოადგენს, რომელიც საქართველოში „Europcar international“-ის ექსკლუზიური პარტნიორი 2020 წლის ივნისში გახდა. აღნიშნული თანამშრომლობა franchising-ს გულისხმობს და სწორედ ამ პერიოდიდან პოზიციონირდება ბაზარზე კომპანია „Europcar Georgia“.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …