საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რეგიონში პირველად FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards გაიმართება

საქართველოს ბანკი უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით FIABCI-Georgia ორგანიზებას უწევს რეგიონში პირველი, უძრავი ქონების პროექტების ეროვნულ დაჯილდოებას – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards.

FIABCI-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით რჩეულ პროექტებს ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან,   სფეროს წამყვანი ექსპერტები გამოავლენენ.  გამარჯვებული პროექტების შერჩევა მოხდება შემდეგი 6 კრიტერიუმის მიხედვით. ესენია: კონცეფცია, არქიტექტურა, სამშენებლო პროცესი, ინოვაცია, მდგრადობა, ურბანული ინტეგრაცია.

განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდან დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებულები კი 2022 წლის აპრილში დასახელდებიან და მონაწილებას მიიღებენ საერთაშირისო დაჯილდოებაში – FIABCI World Prix d’Excellence Awards.

პროექტის წარსადგენად საჭიროა სარეგისტრაციო ინტერნეტ-ფორმის შევსება ბმულზე: www.fiabciprixgeorgia.ge/ და ყველა საჭირო საბუთის ატვირთვა. სარეგისტრაციო ფორმაში უნდა მონიშნოთ ის კატეგორიები, რომლებშიც გსურთ მონაწილეობის მიღება.

საერთაშორისო დაჯილდოების პარალელურად FIABCI-Georgia უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიების მიზანია რეგულაციების სრული დაცვით, ერთ სივრცეში შეკრიბოს უძრავი ქონების სექტორის წამყვანი მოთამაშეები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ფორუმი არის საქმიანი ურთიერთობების მოძიების, სწავლისა და ნეთვორქინგის უნიკალური შესაძლებლობა. ღონისძიების პარალელურად ჩატარდება თემატური აქტივობები, მათ შორის: კონფერენცია ენერგოეფექტურ მშენებლობაზე, დისკუსიები სექტორის უახლეს ტრენდებზე, საერთაშორისო მარკეტინგის და გაყიდვების ტრეინინგი. ასევე, დაიგეგმება დეველოპელური პროექტების მონახულებაც.

„უძრავი ქონების დღეების მისიაა საქართველო საერთაშორისო რუკაზე დაპოზოციონირდეს, როგორც მაღალი დონის, მომავლის პროექტების განმავითარებელი ქვეყანა. ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ 2022 წლის გაზაფხულზე FIABCI Prix d’ Excellence-ის საერთაშორისო დაჯილდოების 30-წლიან ისტორიაში ქართული ფურცელი იშლება. მოხარული ვართ, რომ ამჯერადაც გვერდში გვიდგას ჩვენი ერთგული პარტნიორი, საქართველოს ბანკი. ამ ჯილდოთი გვინდა   გამოვავლინოთ მდგრადი და მედეგი პროექტები და შენობები, ასევე, ის ადამიანები, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას განაშენიანებული გარემოს ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირების მიმართულებით“,- განაცხადა ლიკა ქარდავამ FIABCI-Georgia-ს ხელმძღვანელმა.

FIABCI-Georgia Prix d’ Excellence ღონისძიება რეგიონში პირველად საქართველოში გაიმართება. დაჯილდოება საქართველოს ბანკის, გალტ ენდ თაგარტისა და  დიჯითალ არეას  მხარდაჭერით ტარდება.  ღონისძიების პარტნიორები ასევე არიან: Property Georgia, Colliers International Georgia, PwC Georgia, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), საგამოფენო ცენტრი Expo Georgia და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია (GNARE).

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …