საქართველოს ბაზარზე Mexel-ი შემოდის

თბილისი (BPI) – საქართველოს ბაზარზე ფრანგული კომპანია შემოდის. Mexel-ის პრეზენტაცია სასტუმრო რედისონ  ბლუ ივერიაში 19 მარტს 11:00-14:00 საათზე გაიმართება.

ფრანგული  კომპანია „მექსელი“  საზოგადოებას  წარუდგენს ეკოლოგიური ეფექტის გაუმჯობესებისათვის საჭირო პროდუქციას – საწვავის დანამატს. კერძოდ,  ბენზინის-MexMogas-EVO და  დიზელის- MexDiesel- EVO დანამატებს. პროდუქცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა  წამოებული და უზრუნველყოფს საწვავის ხარისხის შენარჩუნებას,  წვის პროცესის გაუმჯობესებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  მისი გამოყენებით მცირდება  მავნე ნივთირებების გამოყოფა, მათ შორის CO2-ის.

კომპანია „მექსელი’’ დაარსდა საფრანგეთში 1990 წელს, ფლობს ლაბორატორიას, საინჟინრო მოწყობილობებს  და გააჩნია  ISO-ს სერტიფიკატი (ISO 9001).

2012 წლიდან კომპანიის საქმიანობა კანომდებლობით არის რეგულირებული.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „ექსპერტო კონსალტინგი“.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …