საქართველოს ბაზარზე ფრანგული MENARD-ი შემოვიდა

თბილისი (BPI) – ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია EXPERTO მთელ მსოფლიოში ცნობილ ფრანგულ კომპანიას MENARD-ს, რომელიც ნიადაგის გამაგრებისა და გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს, საქართველოს ბაზარზე თავის დამკვიდრებაში ეხმარება.

MENARD-მა უკვე განახორციელა რამდენიმე პროექტი და გრუნტის გამაგრების სამუშაოები შეასრულა ბათუმისა და ანაკლიის პორტებში, ასევე წყლის გამწმენდი ნაგებობის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოთში და სხვ. EXPERTO-ს ხელშეწყობით MENARD-მა საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობაც გახსნა და ახალ პროექტებზე მუშაობას ამიერიდან MENARD GEORGIA-ს სახელით განაგრძობს.

კომპანია MENARD თავისი საქმიანობის შესაბამისად უკვე 60 წელიწადია მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებშია ჩაბმული. გაუმჯობესებული ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად, MENARD-ის მიერ შესრულებული სამუშაოების შემდეგ, აღარ დგება ღრმა საძირკვლების აუცილებლობა, რომლებიც ტრადიციულად მიწისზედა ნაგებობებისათვის გამოიყენება.

ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია EXPERTO-ს მიზანია კავკასიის ეკონომიკური სივრცე ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი უცხოური ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ხარისხის ევროპულ სტანდარტებს დაამკვიდრებენ ადგილობრივ ბაზარზე მომსახურების, წარმოებისა თუ პროდუქციის თვალსაზრისით.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …