საქართველოს ავიაბაზარზე ახალი მოთამაშე Qazaq Air-ი გამოჩნდება

თბილისი (BPI) – საქართველოს ავიაბაზარზე მალე ახალი მოთამაშე გამოჩნდება. ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს Qazaq Air-ი გეგმავს. ავიაკომპანიას საერთაშორისო ავიარეისების განხორციელების უფლება ყაზახეთის სამოქალაქო ავიაციის უწყებამ უკვე მისცა.

იმ საერთაშორისო მიმართულებებს შორის, სადაც სამომავლოდ Qazaq Air-იგეგმავს ოპერირებას თბილისიცაა. უფრო კონკრეტულად Qazaq Air-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს აქთაუდან და ატირაუდან გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Qazaq Air-ი 2015 წლის აპრილში დარეგისტრირდა. ავიაკომპანიის 100%-იანი წილი SOVEREIGN WEALTH FUND “SAMRUK-KAZYNA”-ის საკუთრებაა.

Qazaq Air-ი ოპერირებას მხოლოდ Bombardier-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …