საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდის ტრენდი ნარჩუნდება. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში, 324,554 მგზავრს მოემსახურა, რაც 25% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

იანვარში მგზავრთნაკადის ზრდაა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის იანვარში 252,178 მგზავრს მოემსახურა, რაც 13%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით; 112%-ით არის გაზრდილი მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და 55,895 მგზავრს მიაღწია; ამავე პერიოდში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 15,973 მგზავრმა ისარგებლა, რაც 52% მეტია ვიდრე 2018 წლის იანვარში.

მგზავრთნაკადის ზრდაა ადგილობრივ აეროპორტებშიც. მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2019 წლის იანვარში მგზავრთნაკადი 18%-ით გაიზარდა და 401 მგზავრი შეადგინა. ამბროლაურის აეროპორტით, რომელიც იანვარში 2 წლის გახდა, გასულ თვეს 107-მა ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365%-ით გაიზარდა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …