საქართველოს ადგილი გლობალურ ბაზარზე

თბილისი (BPI) – თბილისმა „აბრეშუმის ფორუმს“ უმასპინძალა. ორდღიანი ფორუმის მნიშვნელობაზე პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“სერბეთის მოწინავე ეკონომიკური სწავლების ცენტრის (CEVES) მთავარმა ეკონომისტმა, მარკო დანონმა ისაუბრა.

22-23 ოქტომბერს ფორუმმა 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტ დელეგატს უმასპინძლა.

როგორც დანონმა განაცხადა, პროექტი „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ საქართველოს აბრეშუმის გზაზე მისი ისტორიული ადგილის გაძლიერებაში დაეხმარება.მარკო დანონის აზრით, პროექტი „ერთი სარტყელი – ერთი გზა“, რომელიც მიმდინარე ფორუმის წამყვანი თემაა და ე.წ. განახლებული აბრეშუმის გზის კონცეფციას მოიცავს, საქართველოს ისტორიული ფუნქციის გაძლიერების პერსპექტივას უქმნის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფართო ასპექტში დავინახოთ ეს პროექტი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს გადმოსახედიდან. ათეულობით ქვეყანა მონაწილეობს ამ პროექტში. „ერთი სარტყელიერთი გზამრავალ ქვეყანას აკავშირებს და ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაში ეხმარება. ეს ძალიან ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც პორტებს, რკინიგზასა და სხვა ინფრასტრუქტურას მოიცავს და ჩინეთსა და ამ გზაზე მდებარე სხვა ქვეყნებთან, ინფრასტრუქტურული კავშირის გარდა, კულტურული კავშირის, ერთა შორის კავშირის გზებსაც ხსნის. ამ თვალსაზრისით, საქართველო არ გამოირჩევა პროექტში ჩართული მრავალი ქვეყნიდან, მაგრამ კონკრეტულად საქართველოს ძალიან ღრმა ისტორიული გამოცდილება აქვსლოგისტიკური და სავაჭრო გამოცდილება, რადგან ისტორიულად ამ აბრეშუმის გზაზეა მოთავსებული. შესაბამისად, ეს პროექტი საქართველოს შეიძლება, დაეხმაროს, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი პოზიცია“, – განმარტა მარკო დანონმა.

მისი თქმით, ფორუმის მასშტაბი და ორგანიზების მაღალი დონე საქართველოს ახალ პერსპექტივებს უხსნის.

ამ ფორუმმა ქვეყნის განვითარებაში შეიძლება დიდი წვლილი შეიტანოს. ფორუმის ორგანიზება პროფესიულ დონეზე ჩატარდა და ეს ფორუმი საქართველოს კიდევ უფრო ფართო მასშტაბში გადაიყვანს. 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაჯდა მოსალაპარაკებლად ერთ მაგიდასთან და რაც მთავარია, მათ შორის მხოლოდ მკვლევრები კი არ იყვნენ, არამედ პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ფინანსური ინსტიტუტები, იმისათვის, რომერთი სარტყელიერთი გზისფარგლებში სხვადასხვა ასპექტებზე ისაუბრონ. ეს დამეხმარა და კიდევ ბევრს დაეხმარება, რომ უკეთესად გავიგოთ არა მხოლოდ აღნიშნული პროექტი, არამედ მისი სავარაუდო შედეგებიც, თუ როგორ შეიძლება, რომ ყველა მონაწილე ქვეყნის პოტენციალის სრულად ათვისება მოვახერხოთ“, – განუცხადა მარკო დანონმა.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …