საქართველოსა და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის ინიციატივები განიხილეს

რატი ბრეგაძისა და პაველ ბლაჟეკის შეხვედრა პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დელეგაციებიც მონაწილეობენ. მინისტერიალი სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს. ღონისძიებაზე რატი ბრეგაძე ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში საქართველოს მიღწევებისა და პერსპექტივების შესახებ სიტყვით გამოვა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩეხ კოლეგას ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისათვის კონკრეტული ინიციატივები შესთავაზა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მომზადებას, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესს. ამ მიზნით რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა ორ ქვეყანას შორის ექსპერტების გაცვლის შესაძლებლობაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო მიმართულებებიც განიხილეს, მათ შორის, ელექტრონული მმართველობა და ელექტრონული სერვისები; ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და თანამშრომლების გაცვლითი პროგრამების ორგანიზება.

ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილი.

დაგეგმილია, აგრეთვე, ორმხრივი შეხვედრები გერმანიისა და საბერძნეთის იუსტიციის მინისტრებთან.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …