საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება

თბილისი (BPI) – საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორდინალური, სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

შესაბამისად, თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკრველი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 ( ოთხმოცდაათი) დღის ვადით ნებისმიერ 180 ( ასოთხმოც) დღიან პერიოდში
7 მარტს, საქართველოს და ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი.

საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ფიჯის მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ინია სერუირატუ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ფიჯის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და  სპორტის მიმართულებით.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …