საქართველოსა და სერბეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს

თბილისი (BPI) – საქართველოსა და სერბეთს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

მისივე ინფორმაციით, სერბეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში უახლოეს თვეებში გაიხსნება.

„პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში გაიხსნება სერბეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა. ასევე, მან დღესვე გასცა დავალება, რომ დაიწყოს მუშაობა სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების დაწყების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სერბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ეს არის სერბეთის პრეზიდენტთან ჩვენი საუბრის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …