საქართველომ EIB-სთან თანამშრომლობის დეტალები განიხილა

თბილისი (BPI) – საქართველომ ლუქსემბურგში, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით დაგეგმილი აქვს ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე, ქვეყნის მაშტაბით ბაღების მშენებლობა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …