საქართველომ წელს 9.3 მლნ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა

თბილისი (BPI) – 2019 წელს პირველად, საქართველოს ისტორიაში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. 27 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საზოგადოებას  2019 წლის ანგარიშს წარუდგინა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა,  სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციებისა და მედიის  წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მაჩვენებლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,1%-ით არის გაზრდილი.

რეკორდულია მაჩვენებელი ტურისტულ ვიზიტებშიც. 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოში 5 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.

საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების ტოპ-15

ქვეყანა 2019* ცვლილება % 2018-2019
აზერბაიჯანი 1,509,662 7.1%
რუსეთი 1,463,040 4.7%
სომხეთი 1,349,279 7.5%
თურქეთი 1,146,883 5.3%
უკრაინა 206,594 17.3%
ისრაელი 203,299 30.1%
ირანი 140,496 -51.5%
ყაზახეთი 102,803 75.3%
გერმანია 88,791 38.2%
პოლონეთი 87,902 31.7%
საუდის არაბეთი 75,042 45.1%
ბელარუსი 65,993 9.9%
ინდოეთი 53,610 7.2%
ჩინეთი 47,537 50.5%
ა.შ.შ. 46,267 11.2%

2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 482,418 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2018 წელთან შედარებით +25.7%-ია.

განსაკუთრებული ზრდით გამოირჩეოდა: პოლონეთი +31.7% იტალია +22.4% გერმანია +38.2% საფრანგეთი +28.3% გაერთიანებული სამეფო +27.4%

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …