საქართველომ დატოვა ფიშინგდაქვემდებარებულ მომხმარებელთა ტოპ 10

თბილისი (BPI) – 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ფიშინგის პრობლემა  შეექმნა მომხმარებელთა 13.87% -ს, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი პირველ კვარტალში 14.76% -ს ადგენდა:  ამ მაჩვენებლით საქართველომ დაიკავა მე -10 ადგილი მსოფლიოს ქვეყნებს შორის. მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში სომხეთში მომხმარებელთა 8.73% დაექვემდებარა ფიშინგურ შეტევას, ხოლო აზერბაიჯანში – 8.39%,  პირველ კვარტალში კი ამ ქვეყნებში მომხმარებელთა 8.2% – მა განიცადა ასეთი შეტევები. ამის შესახებ მოწმობს „კასპერსკის ლაბორატორიის“  მონაცემები.

2019 წლის მეორე კვარტალში კომპანიის    ანტი-ფიშინგურ  პროდუქტთა სისტემამ  გამოავლინა   თითქმის 130 მილიონი  გადასვლა  ფიშინგურ გვერდზე და დროულად აღკვეთა ის,  რაც 18 მილიონით მეტია პირველ კვარტალთან შედარებით.

ექსპერტების აზრით, კიბერდამნაშავეები  სპეციალურად ქმნიან ფიშინგურ  ვებ-საიტებს “მომგებიანი შეთავაზებებით”, რათა შეიტყუონ იქ  მომხმარებლები, რომლებიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე  ამ საიტებს გადასცემენ თავიანთ პირად მონაცემებს (ლოგინები და ელ.ფოსტის პაროლები, ტელეფონის ნომრები) და საბანკო ბარათების დეტალებსაც კი, რომლებიც შემდეგ თავდამსხმელებს  პირდაპირ  გზას უხსნის   მომხმარებლთა  საბანკო ანგარიშისაკენ. აქედან გამომდინარე,  მომხმარებლებმა არ უნდა მოადუნონ  სიფხიზლე, პასუხი არ უნდა გასცენ  შეთავაზებებს და არ გადავიდნენ ელ. ფოსტის, სოციალური ქსელების, მესენჯერების და საიტების  ყალბ წერილებზე, არ მიაწოდონ   აკაუნტის მონაცემები უცნობებს. აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ფიშინგურ საიტებზე გადასვლისაგან დაგიცავთ ანტივირუსში ჩართული სისტემა „ანტიფიშინგი“.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …