საქართველოზე ფილმს Cook Concern-ი გადაიღებს

თბილისი (BPI) – საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალით Cook Concern-ი დაინტერესდა. ის დოკუმენტურ ფილმების სერიალს იღებს 10 Days Abroad! Exploring the soul of a country – one bite at a time. ერთ-ერთი სერია საქართველოს დაეთმობა. ფილმში წარმოდგენილი იქნება საქართველოს ტურისტული მიმართულებები, კულტურა, ეკოლოგია და კულინარია.

დოკუმენტურ ფილმზე გამოცდილი რეჟისორები მუშაობენ, რომლებიც წლების განმავლობაში ჰოლივუდის სხვადასხვა პროექტში იყვნენ ჩართულები.
გადამღები ჯგუფის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს და ქვეყნის კულინარიას და გასტრონომიულ ტრადიციებს გაეცნენ.

მათ ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მარიამ ქვრივიშვილთან ინტერვიუ ჩაწერეს.ფილმის ავტორები დოკუმენტურ სერიებს Netflix-ს და Amazon-ს შესთავაზებენ.



შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …