საქართველოზე მორგებული მითითებებით, EBRD-იმ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშესაწყობად სპეციალური ვებ-გვერდი შექმნა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) შექმნა ონლაინ რესურსი იურიდიული და ბიზნეს გზამკვლევით, რომელიც დაეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs) კოვიდ-19 პანდემიის შემდგომ გამოწვევებზე რეაგირების პროცესში.

ვებგვერდს აქვს სექცია კონკრეტულად საქართველოსთვის, რომელიც მოიცავს სამართლებრივ და ფინანსურ რჩევებს ადგილობრივ ენაზე და შემუშავებულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, კარგი მმართველობის ფონდის (GGF) მეშვეობით.

შემოგვიერთდით 8 ოქტომბერს – პრეზენტაციის ღონისძიებაზე, რომელსაც EBRD აწყობს GGF-თან, საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოსთან, „აწარმოე საქართველოსთან“, Caissa Law-თან და Lightspeed Digital–თან ერთად, რათა გაეცნოთ იმ ინსტრუმენტებს, რომელსაც ვებგვერდი გვთავაზობს და განვიხილოთ საქმიანი გარემო საქართველოში და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები. თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ აქ.

ახალი ვებგვერდი გთავაზობთ ექსპერტების რჩევებს, რაც დაეხმარება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს და მმართველებს გაუმკლავდნენ ფინანსურ გამოწვევებს, მართონ ურთიერთობა მომწოდებლებთან, მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან და გაუმკლავდნენ ოპერატიულ და სტრატეგიულ გამოწვევებს. ის ასევე მოიცავს სასარგებლო ინსტრუმენტებს ბიზნესის გაციფრულებისათვის, ასევე რესტრუქტურიზაციის პროცესის წარმართვისათვის. პლატფორმა უზრუნველყოფს ბიზნესებისათვის იურიდიულ რჩევებს კორპორატიული, დასაქმებისა და გადახდისუუნარობის კანონების შესახებ, სფეროებში, სადაც მცირე ფირმებს აქვთ მოთხოვნა ნოუ-ჰაუსა და ინფორმაციაზე. ვებგვერდი სტრუქტურირებულია ექვსი მოდულის ან საწყისი პუნქტის გარშემო:

1. ბიზნეს სტრატეგიის შემუშავება;

ადამიანური რესურების ეფექტიანი მართვა;
3. ბიზნესის წარმატებით მართვა;

4. თქვენი ბიზნესის ონლაინ რეჟიმში გადატანა;

ფინანსების ჯეროვნად მართვა;
6. ბიზნესის და ფინანსების რესტრუქტურიზაცია.

რჩევებს თან ერთვის შაბლონები და შემთხვევების შესწავლა და ეხმარება მომხმარებლებს გამოიყენონ კონცეფციები ყოველდღიურ საქმიანობაში. საიტის გამოსაყენებლად რეგისტრაცია საჭირო არ არის.

ქართული ბიზნესისთვის ამ გზამკვლევის შესაქმნელად, EBRD-ის გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობდა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოსთან, „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან.

კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში აღნიშნა: „მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასაქმების შესაძლებლობების და ეკონომიკურ ზრდაში წვლილის შეტანის კუთხით. ეს ახალი ინიციატივა ჩვენი მხარდაჭერის მორიგი გამოვლინებაა, რომ დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს ამ რთულ პერიოდში წარმატების მიღწევაში.“

მარკ კლეიტონმა, გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, დასძინა: „საქართველოში ბიზნესების უმრავლესობა არის მიკრო, მცირე ან საშუალო ზომის საწარმოები, რომლებიც უზრუნველყოფენ დასაქმებას და შემოსავალს კრიტიკულ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი. ამრიგად, ამ პლატფორმას აქვს პოტენციალი იყოს მრავალმხრივი სარგებლის მომტანი და ამუშავდება იმ დროს, როდესაც საქართველო განიცდის კოვიდ-19–ის შემთხვევების მორიგ ტალღას. მე ვამაყობ, რომ გაერთიანებულ სამეფო აფინანსებს საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ბიზნესის ამგვარი მხარდაჭერა.”

მიხეილ ხიდურელმა „აწარმოე საქართველოში“ აღმასრულებელმა დირექტორმა, აღნიშნა: „ჩვენ მადლობელი ვართ EBRD-ის და GGF-ის, რომ კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირეს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს. ეს პლატფორმა დამატებით რესურსებს მისცემს მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა სწრაფად და მარტივად მიიღონ ინფორმაცია ფინანსური, სამართლებრივი და მათთვის საინტერესო სხვა საკითხების შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პლატფორმა მოიცავს საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესზე მორგებულ რჩევებს, რაც ინფორმაციას მეტად რელევანტურს და გამოსაყენებლად მოსახერხებელს ხდის.”

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …