საქართველოდან 4 928 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლია 6 თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 4 928 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა 6 012 ტონით (55%), ხოლო ღირებულება – 1.6 მლნ აშშ დოლარით (33%) შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში, ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 49%-ით გაიზარდა.

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 6 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (4,922 ტონა), ხოლო 6 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …