საქართველოდან 15.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 5 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან 15.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 69.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.6 ათასი ტონით (31%), ხოლო ღირებულება 7.3 მლნ აშშ დოლარით (12%) გაიზარდა.
ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება – იტალიაში (6,135 ტონა), გერმანიაში (2,904 ტონა), ესპანეთში (446 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (337 ტონა), ლიეტუვაში (284 ტონა), საფრანგეთში (239 ტონა), ბულგარეთში (132 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).
ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (964 ტონა), ჩინეთში (780 ტონა), უკრაინაში (256 ტონა), რუსეთში (337 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (208 ტონა), ბელარუსში (206 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (151 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (95 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არგენტინაში (77 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (61 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), თურქეთში (44), უზბეკეთში (44 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა), ტუნისში (15 ტონა), იორდანიაში (14 ტონა).

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …