საფოსტო კომპანიებში 2018 წელს 3.8 ათასი ადამიანი იყო დასამქებული

თბილისი (BPI) – 2018 წელს საქართველოში საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული 65 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, 87,7%-  თბილისში, 7,8% – აჭარაში.

გზავნილების მიწოდებას საქართველოში 2018 წელს ახორციელებდა საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების 178 სერვის ცენტრი, რომლებშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3,8 ათას კაცს შეადგენდა. მათ შორის 855 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.

2018 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 95,8 მლნ. ლარი შეადგინა. საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 77%-ს შეადგენს, 23% ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალებია.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 36,9 პროცენტი ამანათების მიწოდებიდან მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს, რომლის 81,3% მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, 18,7% – ადგილობრივ გზავნილებზე.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ამანათების მიწოდებიდან მიღებული შემოსავლების სტრუქტურა:

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 24,5% წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, აქედან 57% წარმოადგენს საერთაშორისო გზავნილები, 43% – ადგილობრივი გზავნილებია.

საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2018 წელს გაგზავნილია 6114,2 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 2403,7 ათასი ამანათი.

 

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …